ჰამშიკი: "ნაპოლის ჩემპიონობის უნდა სჯეროდეს, სანამ მათემატიკური შანსები არსებობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "ნაპოლის ჩემპიონობის უნდა სჯეროდეს, სანამ მათემატიკური შანსები არსებობს"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "მილანთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

სლოვაკი შუახაზელის თქმით, მის გუნდს ჩემპიონობის კვლავ უნდა სჯეროდეს, მიუხედავად "იუვენტუსთან" დიდი ჩამორჩენისა.

"ჩვენსა და "იუვენტუსს" შორის სხვაობა დიდია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, სანამ მათემატიკური შანსები არ დაგვიკარგავს", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური ჰამშიკის სიტყვებს.

"მილანის" წინააღმდეგ ფრემ უსიამოვნო შეგრძნება დაგვიტოვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საგოლე მომენტი შევქმენით".

"უდინეზესთან" გასამართ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, "სან სიროზე" მომხდარი დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია", - დასძინა ჰამშიკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები