"ეს უსამართლობაა", - მოურინიო მანჩესტერ სიტის ჩემპიონობას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ეს უსამართლობაა", - მოურინიო მანჩესტერ სიტის ჩემპიონობას გამოეხმაურა



"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონი იმის გამო გახდა, რომ მეტი ქულა დააგროვა. ჟოზეს აზრით, სხვა ფორმულირებები სამართლიანი არ არის.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკუნების" მარცხის შემდეგ, "სიტი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.

"ტიტულები მომიგია და ვიცი, კმაყოფილი არ დავრჩებოდი, ვიღაცას ეთქვა, ტიტული სხვისი მარცხის გამო დაისაკუთრაო", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონი გახდა, რადგან ყველა დანარჩენზე მეტი ქულა დააგროვა".

"არ უთხრათ მათ ის, რომ ტიტული "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხის გამო მოიგეს - ეს უსამართლობაა", - დასძინა ჟოზემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები