ჟოზე მოურინიოს საინტერესო სერია შეწყდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟოზე მოურინიოს საინტერესო სერია შეწყდა


ჟოზე მოურინიოს საინტერესო სერია შეწყდა

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 2017/18 წლების გათამაშება "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო, რითაც ჟოზე მოურინიოს საინტერესო სერია შეწყდა.

ასე და ამგვარად, აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი თავის კლუბთან ერთად ჩატარებულ მეორე სეზონში საჩემპიონო ტიტულს აუცილებლად ისაკუთრებდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მთავარი ეროვნული ტიტული "პორტუში", "ჩელსიში", "ინტერსა" და "რეალში" გატარებულ მეორე წელს მოიგო, რისი გაკეთებაც მანიკუნიანელებთან ერთად ვერ მოახერხა.

"წითელი ეშმაკუნების" რიგებში ჩატარებულ პირველ სეზონში მოურინიო ინგლისის სუპერთასის, ინგლისის ლიგის თასისა და ევროპა ლიგის ტიტულებს დაეუფლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები