კავანის მორიგი მიღწევა - ურუგვაელი იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კავანის მორიგი მიღწევა - ურუგვაელი იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა


კავანის მორიგი მიღწევა - ურუგვაელი იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "მონაკოსთან" (7:1) გამართულ მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ასე და ამგვარად, ეს გოლი ურუგვაელი სუპერვარსკვლავისთვის ლიგა 1-ში რიგით 113-ე აღმოჩნდა.

ამ მაჩვენებლით კავანი შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.

მოგეხსენებათ, ურუგვაელი "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 165 გატანილი ბურთია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები