პსჟ-მ საკლუბო რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-მ საკლუბო რეკორდი დაამყარა


პსჟ-მ საკლუბო რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ"-მ "მონაკო" (7:1) გაანადგურა.

ამ გამარჯვების წყალობით, პარიზელებმა ჩემპიონობა ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ასე და ამგვარად, ჩემპიონატში "პსჟ" ზედიზედ 40 მატჩია არ მარცხდება. ბოლოს "პსჟ" 2016 წლის 20 მარტს სწორედ "მონაკოსთან" (0:2) დამარცხდა. ამ დროის განმავლობაში გუნდმა 34-ჯერ იმარჯვა, 6-ჯერ კი ფრედ ითამაშა.

ზემოთაღნიშნული მაჩვენებლით "პსჟ"-მ საკლუბო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი - 39 მატჩი - 1992 წლის დეკემბრიდან 1995 წლის იანვრამდე გაგრძელდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები