რომას პრეზიდენტმა ალისონის მომავალს ფარდა ახადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას პრეზიდენტმა ალისონის მომავალს ფარდა ახადა


რომას პრეზიდენტმა ალისონის მომავალს ფარდა ახადა

"რომას" პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ თქვა, რომ კლუბი არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის კიპერ ალისონს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი კიპერისთვის ბევრი ტოპ-კლუბი იბრძვის, მათ შორის "პსჟ", "რეალი" და "ლივერპული".

"არ მესმის, რატომ მეკითხება ხალხი იმას, იქნება თუ არა ალისონი მომავალ სეზონშიც ჩვენი მეკარე", - ციტირებს პალოტას სიტყვებს Express.

"მის გაყიდვას არ ვაპირებთ. არავითარ შემთხვევაში! როცა ვიყიდეთ, ვიცოდით, რომ ჩინებული გოლკიპერია. არ გავყიდით", - დასძინა "მგლების" ბოსმა.

შეგახსენებთ, ალისონი "რომაში" 2016 წლიდან ირიცხება. 25 წლის მეკარეს რომაელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

transfermarkt.de-ს ვერსიით, ბრაზილიელი კარის დარაჯის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები