"წარმატებები მათ, ვისაც მისი ყიდვა უნდა", - დატოვებს ამომავალი ვარსკვლავი მონაკოს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"წარმატებები მათ, ვისაც მისი ყიდვა უნდა", - დატოვებს ამომავალი ვარსკვლავი მონაკოს?



"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა საფრანგეთის ჩემპიონატში "პსჟ"-სთან (1:7) განადგურების შემდეგ გუნდიდან ნახევარმცველ ტომას ლემარის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

პრესის ინფორმაციით, 22 წლის ჰავბეკმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2020 წლის ზაფხულში ეწურება, უარი თქვა.

გარდა ამისა, გამოცემები იმასაც წერენ, რომ ფრანგი ფეხბურთელისადმი ინტერესს "არსენალი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ.

მაგალითად, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "მეთოფეები" ლემარის სანაცვლოდ 92 მილიონ ფუნტს (106 მლნ ევრო) იხდიდნენ, მაგრამ "მონაკომ" ნახევარმცველთან განშორებაზე უარი თქვა.

"პსჟ"-სთან მატჩის შემდეგ რამდენიმე საათში ტრანსფერებზე საუბრის დრო არ არის", - ციტირებს ვასილიევის სიტყვებს Telefoot.

"თუმცა, წარმატებები მათ, ვისაც მისი ყიდვა უნდა. ბევრად მეტი ღირს".

2017/18 წლების სეზონში ლემარმა საკლუბო დონეზე 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები