ბატშუაი მუნდიალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბატშუაი მუნდიალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს


ბატშუაი მუნდიალისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, მიში ბატშუაი, რომელმაც ბუნდესლიგის 30-ე ტურში "შალკესთან" (0:2) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, იუწყება ბორუსიელთა ოფიციალური საიტი.

მიუხედავად ამისა, ბელგიის ნაკრების ფორვარდს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელების დიდი შანსები აქვს.

ბატშუაიმ გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ბელგიელები 2018 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, პანამასა და ტუნისს დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები