ვიდალი რეალთან გამოირიცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიდალი რეალთან გამოირიცხა


ვიდალი რეალთან გამოირიცხა

არტურო ვიდალის თამაში მადრიდის "რეალთან" გამოირიცხა.

გუშინ, 30 წლის ჩილელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის მოედანს თავისით ვერ ტოვებდა.

აღმოჩნდა, რომ ვიდალმა მუხლი დაიზიანა და სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება სჭირდება. ეს ფაქტი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმაც დაადასტურა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდალი მადრიდის "რეალთან" მატჩისთვის გამოირიცხა.

25 აპრილს, "ალიანს არენაზე" "ბაიერნი" "სამეფო კლუბს" უმასპინძლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები