ვოლკოვის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვოლკოვის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა


ვოლკოვის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ეროვნული ლიგის გასულ ტურში, "დინამოსთან" მატჩში ტრავმის გამო მოედანზე "საბურთალოს" შემტევმა დავით ვოლკოვმა დატოვა.

ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "საბურთალოს" ექიმმა ლევან ქებაძემ:

"დავითს "დინამოსთან" მატჩში კოჭი გადაუბრუნდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სურათის გადაღების შემდეგ, მას ძვლოვანი დაზიანება არ აღენიშნება. აქედან გამომდინარე, ტრავმა სერიოზული არ არის.

ფეხბურთელი ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, დავითი ვარჯიშს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განაახლებს", - განუცხადა ექიმმა "საბურთალოს" ოფიციალურ საიტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები