დე ბრუინი: "მანჩესტერ სიტი კვლავ ბევრ ფულს დახარჯავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე ბრუინი: "მანჩესტერ სიტი კვლავ ბევრ ფულს დახარჯავს"


დე ბრუინი:

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინის თქმით, მისი გუნდი ზაფხულში ტრანსფერებში კვლავ ბევრ ფულს დახარჯავს.

"ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფეხბურთელების დამატება და გაძლიერება, ამიტომ სიტი ტრანსფერებში ზაფხულშიც ბევრ ფულს დახარჯავს.

მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში უფრო დიდი კონკურენცია იქნება, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ, შესაბამისად, ახალი სისხლი აუცილებელია", - ამბობს დე ბრუინი.

შეგახსენებთ, რომ "სიტი" პრემიერ ლიგის ამ სეზონის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4 ფინალიდან გამოვარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები