ბონუჩი პენალტის ეპიზოდზე: "მადლობა ღმერთს, იმ მომენტში მოედანზე მე არ ვიყავი..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩი პენალტის ეპიზოდზე: "მადლობა ღმერთს, იმ მომენტში მოედანზე მე არ ვიყავი..."


ბონუჩი პენალტის ეპიზოდზე:

ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელმაც "რეალთან" მატჩი გამოტოვა, პენალტის ეპიზოდს გამოეხმაურა.

"მადლობა ღ​მერთს, იმ მომენტში მოედანზე არ ვიყავი, თორემ ასეთ ეპიზოდებში, თავს კონტროლს ვერ ვუწევ ხოლმე.

რაც შეეხება ბუფონს, მასზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ჯიჯი ისტორიაში საუკეთესო მეკარეა", - აცხადებს ბონუჩი.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "იუვენტუსი" ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები