ბარსელონას სელტასთან მატჩის წინ დინი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას სელტასთან მატჩის წინ დინი დაუბრუნდა


ბარსელონას სელტასთან მატჩის წინ დინი დაუბრუნდა

"ბარსელონას" მცველი, ლუკა დინი გამოჯანმრთელდა.

24 წლის ფრანგმა დაახლოებით სამი კვირის წინ საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას კოლუმბიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

ასე და ამგვარად, დინი სრულად გამოჯანმრთელდა და "სელტასთან" გასამართ უახლოეს დაპირისპირებაში სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, ფრანგი უკანახაზელი "ბლაუგრანას" თავის დროზე "პარი სენ ჟერმენიდან" შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები