სიდიბე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიდიბე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს?


სიდიბე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს?

"მონაკოს" მცველი, ჯიბრილ სიდიბე საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ"-სთან (1:7) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

როგორც მონაკოელთა პრესსამსახური იტყობინება, 25 წლის ფრანგმა მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა და უკვე 34-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება.

აღდგენითი პროცესების ზუსტი ვადები, ასევე ისიც, გამოტოვებს თუ არა ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ცნობილი დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

მოგეხსენებათ, ზემოთაღნიშნული დაპირისპირების შემდეგ "პსჟ"-მ საჩემპიონო ტიტული გაინაღდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები