ფავრი და როზე - დორტმუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფავრი და როზე - დორტმუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატები


ფავრი და როზე - დორტმუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატები

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს აქტიურად ეძებს.

როგორც Bild იტყობინება, მთავარი კანდიდატები ლუსიენ ფავრი ("ნიცა") და მარკო როზე ("ზალცბურგი") არიან.

მიმდინარე სეზონი დორტმუნდელებმა პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით დაიწყეს, თუმცა ეს უკანასკნელი დეკემბერში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ბოშის გაშვების შემდეგ "დორტმუნდს" პეტერ შტეგერი წვრთნის. ამ ეტაპზე, ბორუსიელები ბუნდესლიგაში მე-4 პოზიციას იკავებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები