უეფა მაიკლ ოლივერის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უეფა მაიკლ ოლივერის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს


უეფა მაიკლ ოლივერის საქმეზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

უეფამ ბრიტანელ არბიტრს მაიკლ ოლივერს, რომელმაც "რეალსა" და "იუვენტუსს" (1:3) შორის ჩემპიონთა ლიგაზე გამართული საპასუხო 1/2 ფინალური მატჩი განსაჯა, მხარი დაუჭირა.

მოგეხსენებათ, ოლივერმა მადრიდელთა და ტურინელთა შეხვედრის მესამე კომპენსირებულ წუთზე "ბებერი ქალბატონის" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა მოედნიდან.

ზემოთაღნიშნულის გამო არბიტრს შეურაცხყოფა მისი მეუღლის თვითერის მეშვეობით მიაყენეს. შემდეგ ერთ-ერთმა პირმა მეუღლის ტელეფონის ნომერი გაიგო და მას მოკვლით დაემუქრა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

"ოლივერს მხარდაჭერა შევთავაზეთ და კომპეტენტურ ორგანოებს ვენდობით იმ მეთოდებში, რომლებიც იმ ადამიანებთან დაკავშირებით მიიღო, ვინც სოციალურ ქსელში და მის გარეთ არაადეკვატური სახით იქცევა", - წერია უეფას განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები