"პეპთან ერთად მუშაობა? რატომაც არა?", - ხავი შეიძლება სიტიში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"პეპთან ერთად მუშაობა? რატომაც არა?", - ხავი შეიძლება სიტიში ვიხილოთ



"ალ სადის" ნახევარმცველი, ხავი მზადაა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას დამხმარე გახდეს.

ესპანელებს "ბარსელონაში" ორჯერ უმუშავიათ ერთად: 1998 წლიდან 2011 წლამდე ისინი თანაგუნდელები იყვნენ, 2008 წლიდან 2012 წლამდე კი გვარდიოლა შუახაზელის მწვრთნელი იყო.

"სიტის" მატჩებს ვუყურებ და მომწონს მათი თამაში", - ციტირებს ხავის სიტყვებს Daily Mail.

"პეპთან ერთად მუშაობა? რატომაც არა? ის ჩემთვის ყოველთვის ფეხბურთის ოსტატი იყო", - დასძინა "ბარსას" ლეგენდამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები