სალაჰი კვლავ მესიზე წინ - რა სიტუაციაა ოქროს ბუცის სიაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალაჰი კვლავ მესიზე წინ - რა სიტუაციაა ოქროს ბუცის სიაში?


სალაჰი კვლავ მესიზე წინ - რა სიტუაციაა ოქროს ბუცის სიაში?

შიდა ჩემპიონატების 2017/18 წლების სეზონის გათამაშების დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

ასე და ამგვარად, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ლიდერი მოჰამედ სალაჰია ("ლივერპული"). მის აქტივში 60 ქულაა, ინგლისის ჩემპიონატში გატანილი 30 გოლით.

საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგს შემდეგნაირად ადგენენ: ჩემპიონატში გატანილი ბურთები ლიგის კოეფიციენტზე მრავლდება (კოეფიციენტი უეფას რეიტინგში ქვეყნის პოზიციაზეა დამოკიდებული). მეორე პოზიციას ლიონელ მესი იკავებს ("ბარსელონა", 29 გოლი, 58 ქულა).

1. მოჰამედ სალაჰი, ლივერპული - 30 გოლი, 60 ქულა

2. ლიონელ მესი, ბარსელონა - 29 გოლი, 58 ქულა

3. ჩირო იმობილე, ლაციო - 27 გოლი, 54 ქულა

4. რობერტ ლევანდოვსკი, ბაიერნი - 27 გოლი, 54 ქულა

5. ედინსონ კავანი, პსჟ - 25 გოლი, 50 ქულა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები