გურამ კაშია ვიტესის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშია ვიტესის ისტორიაში შევიდა


გურამ კაშია ვიტესის ისტორიაში შევიდა

ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი "ალკმაარსა" და "ვიტესს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

არნემელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ამ გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

კაშია "ვიტესის" ისტორიაში შევიდა. მან "ალკმაართან" "ვიტესის" მაისურით თავისი 243-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ყველაზე მეტია ისტორიაში.

აქამდე, ეს რეკორდი თეო იანსენს ეკუთვნოდა, რომელმაც "ვიტესის" მაისური 242-ჯერ მოირგო. მესამე ადგილი 233 მატჩით თეო ბოშს უკავია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები