ზიდანი: "რატომ არ ვიყიდე ზამთარში მეკარე?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "რატომ არ ვიყიდე ზამთარში მეკარე?"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მეკარის არ ყიდვის მიზეზი დაასახელა.

"რატომ არ ვიყიდე ზამთარში მეკარე? მიზეზი მარტივია - სეზონის ბოლომდე, გუნდში ცვლილებების განხორციელება არ მინდოდა.

კეპა ძალიან კარგი მეკარეა. ბილბაოში ის თავს იდეალურად იჩენს, თუმცა არც ის და არც სხვა მეკარეები ჩვენი სამიზნე არ იყვნენ", - ამბობს ზიდანი.

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ სამეფო კლუბი ზამთარში "ბილბაოს" კიპერს, კეპას შეიძენდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები