დიეგო სიმეონემ გრიზმანის მომავალზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო სიმეონემ გრიზმანის მომავალზე კომენტარი გააკეთა


დიეგო სიმეონემ გრიზმანის მომავალზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"გრიზმანი ატლეტიკოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის ატლეტიკოში გაიზრდოს.

დიდი იმედი მაქვს, ის ატლეტიკოში დარჩება. ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და აბსოლუტურად ყველას, მისი დარჩენა გვსურს, საბოლოო გადაწყვეტილება კი გრიზმანზეა.

ყოველი წელი ატლეტიკოსთვის საინტერესოა. გასულ წლებში ევროპა ლიგას ვიგებდით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავდიოდით და ლა ლიგაში ბარსელონას ვებრძოლებოდით, ამიტომ გრიზმანი ცუდ გუნდში ნამდვილად არ არის", - ამბობს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები