ანტონიო კონტე: "ბარნლის გაწვრთვნა უფრო ადვილია, ვიდრე ჩელსის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანტონიო კონტე: "ბარნლის გაწვრთვნა უფრო ადვილია, ვიდრე ჩელსის"


ანტონიო კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თქმით, "ბარნლის" გაწრთვნა უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე მისი ამჟამინდელი კლუბის.

"მიმდინარე სეზონში ბარნლიმ ძალიან კარგად იასპარეზა და მათი თამაშით გაოცებული ვარ. ზოგადად კი ვფიქრობ, ამ გუნდის გაწრთვნა უფრო ადვილია, ვიდრე ჩელსის.

ჩელსი მოქმედი ჩემპიონია და მწვრთნელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ჩემპიონობა შეინარჩუნოს ან თუნდაც, 4-ეულში შევიდეს", - აცხადებს კონტე.

33 მატჩის შემდეგ, "ჩელსის" 60 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. მათი შემდეგი მეტოქე კი სწორედ "ბარნლი" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები