სალაჰი: "დიდი იმედი მაქვს, ამ რეკორდსაც მოვხსნი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალაჰი: "დიდი იმედი მაქვს, ამ რეკორდსაც მოვხსნი"


სალაჰი:

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ბორნმუთთან" გატანილი გოლი მოჰამედ სალაჰისთვის რიგით მე-40 იყო ამ სეზონში, ყველა ტურნირზე.

"ლივერპულის" მაისურით ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი იან რაშს აქვს გატანილი (47). საინტერესოა, გაიტანს თუ არა სალაჰი 8 გოლი და მოხსნის თ არა ამ რეკორდსაც.

"დიდი იმედი მაქვს, ამ რეკორდსაც მოვხსნი. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ლივერპულის ისტორიაში შევალ და ერთ სეზონში ყველაზე მეტ გოლს გავიტან.

რა თქმა უნდა, ვეცდები ეს რეკორდი გავაუმჯობესო, თუმცა მხოლოდ მე არ ვარ და პირველ რიგში, გუნდურად ვითამაშებ", - აცხადებს სალაჰი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები