გუნდიდან წასვლაზე, საოცარ ფორმაზე და ესპანეთზე - ვრცელი ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გუნდიდან წასვლაზე, საოცარ ფორმაზე და ესპანეთზე - ვრცელი ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან


გუნდიდან წასვლაზე, საოცარ ფორმაზე და ესპანეთზე - ვრცელი ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

ესპანური პრესა საქართველოს ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძეს ინტერვიუს გვთავაზობს.

მიმდინარე სეზონში, კაკაბაძე საოცარ ფორმაშია და ის როგორც ნაკრებს, ისე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად იქცა.

შეაფასეთ მიმდინარე სეზონი... რა არის ხიმნასტიკის მიზანი?

ამჟამად, აქტიურად ვიბრძვით ესპანეთის ლა ლიგა 2-ში დასარჩენად. იმედია, დავრჩებით კიდეც, შემდეგ სეზონში კი უკვე ლა ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ.

ახლა, კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ხართ, წინა სეზონში კი მცირე სათამაშო დრო გეძლეოდათ, რატომ შეიცვალა ყველაფერი?

გასულ წელს, ევროპაში ჩემი პირველი ნაბიჯები იყო. ხალხი, სათამაშო სტილი - ყველაფერი ჩემთვის ახალი იყო. წინა სეზონში დანიაში წასვლა ვამჯობინე, რათა ეს ყველაფერი მალე შემესწავლა.

რომელი უფრო ძლიერი ჩემპიონატია - დანიის პირველი ლიგა თუ ესპანეთის ლა ლიგა 2?

ჩემთვის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი უფრო ძლიერია, რადგან ძირითადად ფიზიკური თამაში მიდის და ამაზე კეთდება აქცენტი.

როგორც ცნობილია, ხიმნასტიკში გიორგი აბურჯანიას მეშვეობით მოხვდით, ახლა ის სევილია ბ-შია...

დიახ, გიორგი ჩემი ახლო მეგობარია და მასთან კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მაქვს, როცა ბავშვები ვიყავით.

გასულ წელს, ვხედავდით კაკაბაძეს, რომელიც გეგმიურ თამაშზე აკეთებდა აქცენტს, ახლა კი ბურთთან ერთად საოცრებებს აკეთებს...

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა შეიცვალა. ახლანდელი გადმოსახედიდან, ამის ახსნა გამიჭირდება.

რატომ დაიწყო სეზონი ხიმნასტიკმა ცუდად?

კარგი ფეხბურთელები გვყავს, კარგი მწვრთნელი, კარგი ტექნიკური ჯგუფი და ლოგიკურად, ლა ლიგაში გადასასვლელად უნდა გვებრძოლა, მაგრამ არ ვიცი, რატომ მოხდა ასე.

შემდეგ სეზონშიც ხიმნასტიკში გიხილავთ?

გუნდთან კონტრაქტი კვლავ მაკავშირებს...

მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ, ეს ფეხბურთია...

დიახ, გუნდთან კონტრაქტი მაქვს. შესაბამისად, ამჟამად მხოლოდ მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ. სეზონში დასრულებამდე 7 მატჩი დაგვრჩა და შევეცდებით, ქულების მაქსიმუმი მოვიპოვოთ.

მიმდინარე სეზონში, თქვენგან 2-3 კაცის მოტყუებას და ჩაწოდებას უკვე მივეჩვიეთ...

დიახ, გეთანხმებით. ამ სეზონში უფრო თავისუფლად ვთამაშობ, რადგან ჩემს თავში რწმენა ვიპოვნე და აქ ბევრი რამ ვისწავლე.

რომელ მწვრთნელს გამოარჩევდი - კარერასი, როდრი თუ ნანო?

რთულია. ჩემი აზრით, სამივე განსხვავებული სტილის მწვრთნელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები