სეზარი: "მოურინიომ მომწერა, რომ ცალი ხელით უფრო მეტი ავიღე, ვიდრე კასილასმა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სეზარი: "მოურინიომ მომწერა, რომ ცალი ხელით უფრო მეტი ავიღე, ვიდრე კასილასმა"


სეზარი:

2013 წლის კონფედერაციის თასის ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

ბრაზილიის ნაკრების კარს მაშინ ჟულიო სეზარი იცავდა და ფინალის შემდეგ მან ჟოზე მოურინიოსგან მიიღო მესიჯი, რომელიც მისი მთავარი მწვრთნელი "ინტერში" იყო.

"თამაშის შემდეგ, როდესაც გასახდელში ჩავედი, ჟოზე მოურინიოს მესიჯი დამხვდა. ის მწერდა, რომ ფინალში სიგიჟეები გავაკეთე და კასილასს უნდა ჩაეცვა ჩემი მაისური და არა მე მისი.

ასევე, მითხრა, რომ კასილასზე მეტი სეივი მხოლოდ ცალი ხელით გავაკეთე", - განაცხადა ჟულიო სეზარმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები