ბილბაოს მეკარემ რეალთან მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბილბაოს მეკარემ რეალთან მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა


ბილბაოს მეკარემ რეალთან მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "რეალმა" გუშინ "ბილბაოს" (1:1) უმასპინძლა.

ბასკთა მეკარემ, კეპა არისაბალაგამ აღნიშნულ მატჩში 9 სეივი გააკეთა.

როგორც Opta იტყობინება, 23 წლის ესპანელს ლა ლიგის მატჩში ამდენი დარტყმა არასოდეს არ ჰქონდა მოგერიებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზამთარში მადრიდულ გრანდს ახალგაზრდა კიპერის დამატება უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები