Goal.Ge

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?


2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

იყო დრო, როდესაც ლევან მჭედლიძეს სერია ა-ს ტალანტად მოიაზრებდნენ. ქართველმა ადრეულ ასაკშივე გაიარა გზა ეროვნული ჩემპიონატის ჭაობიდან - ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგამდე.

ცნობისთვის, ედინსონ კავანის საამისოდ უფრო დიდი დრო დასჭირდა. ურუგვაელმა 20 წლის ასაკში მოაღწია კალჩომდე, ქართველი კი 18-ის იყო, როდესაც აპენინებზე შეაბიჯა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ახლა კავანისა და მჭედლიძეს შორის სხვაობა უდიდესია, თუმცა 00-იანების მიწურულს ეს ორი ფორვარდი ერთად ახარებდა სიცილიური "პალერმოს" გულშემატკივრებს. როგორ გადაიყარა ქართველისა და ურუგვაელის გზები და რატომ არის ახლა ერთი მწვერვალზე, მეორე კი უფსკრულში?

კარიერის დასაწყისი

მჭედლიძემ ადრეული ასაკიდანვე მიიპყრო საფეხბურთო ევროპის ყურადღება. ქართველმა ბრწყინვალედ ჩაატარა ბელგიაში გამართული 19-წლამდელთა ტურნირი, რის შემდეგაც ლევანით მიუნხენის "ბაიერნიც" კი დაინტერესდა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ცნობილმა იტალიელმა სკაუტმა ჯანი კარნევალემ კი იმდენი მოახერხა, რომ ახალგაზრდა ფორვარდისთვის ბრძოლა საბოლოოდ "ემპოლიმ" მოიგო. იმ პერიოდში მჭედლიძეს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - შოტლანდიის კარში გატანილი გოლით ლევანმა კიდევ უფრო გაიმყარა თავისი სტატუსი.

კავანის მოზარდობის პერიოდში არ მოუხიბლავს ევროპელები. ის ტიპიური ლათინო-ამერიკელი ცენტრ-ფორვარდი იყო, რომლის კარიერა სტანდარტულად მიმდინარეობდა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

დებიუტი "დანუბიოში", კოპა ამერიკაზე გაბრწყინება და შედეგად მოწვევა იტალიიდან. აღსანიშნავია, რომ თავიდან ედინსონის სახელს "იუვენტუსსა" და "მილანსაც" კი უკავშირებდნენ, თუმცა ურუგვაელის გაფორმების ბედნიერება მოკრძალებულ "პალერმოს" ხვდა წილად, 4,4 მილიონ ევროდ.

ერთხელ პალერმოში

2008 წელს "ემპოლი" სერია ბ-ში გავარდა, თუმცა მჭედლიძე მაინც უმაღლეს დივიზიონში დარჩა. ქართველის ხილვა თავისთან ძალიან უნდოდა "პალერმოს" ოდიოზურ პრეზიდენტს მაურისიო ძამპარინის. შედეგად "არწივებმა" იჯარით გადმოიყვანეს ლევანი, თუმცა მაინც გადაიხადეს 1,5 მილიონი ევრო.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

აღნიშნული იჯარა სრულფასოვან გამოსყიდვასაც გულისხმობდა. "პალერმოს" 6,2 მილიონი ევრო დაუჯდებოდა ქართველის გაფორმება და უნდა ითქვას, რომ თავიდან ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

მჭედლიძის დებიუტი "ნაპოლის" წინააღმდეგ შედგა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ქართველმა პირველი გოლიც გაიტანა სერია ა-ში. ლევანის ეფექტური დარტყმისგან იზარალა თვით ჯანლუიჯი ბუფონმა. მჭედლიძის გოლით "პალერმომ" სენსაციურად დაამარცხა სტუმრად "იუვენტუსი". აღნიშნულ შეხვედრაში კავანიც მოედანზე იყო.

მჭედლიძის გოლი ბუფონის კარში



იმ სეზონში ქართველ ფორვარდს აღარ გამოუჩენია თავი, თუმცა სიცილიურმა კლუბმა მაინც გაუხანგრძლივა ლევანს საიჯარო ხელშეკრულება. მჭედლიძისა და კავანის გარდა, "პალერმოს" შეტევაში ფაბრიციო მიკოლისა და ხავიერ პასტორეს სახელებიც ფიგურირებდა, კარში კი სალვატორე სირიგუ იდგა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

მაღალი კონკურენციის გამო, ქართველი ვერ ახერხებდა "არწივებში" დამკვიდრებას, რითაც ძალიან უკმაყოფილო იყო. 2010 წლის მარტში მჭედლიძე არც კი გამოცხადებულა გუნდის შეკრებაზე შვებულების შემდეგ, რითაც განარისხა "პალერმოს" ხელმძღვანელობა. შედეგად კი სიცილიელებმა უარი თქვეს ლევანის გამოსყიდვაზე და "ემპოლიში" დააბრუნეს.

კავანის უფრო მეტად ენდობოდნენ. სწორედ ის უნდა გამხდარიყო "იუვეში" გადასული ამაურის შემცვლელი და უნდა ითქვას, რომ თავიდან ურუგვაელი ვერ ახერხებდა ბრაზილიელი-იტალიელის სრულფასოვნად ჩანაცვლებას.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

სადებიუტო სეზონში ედინსონმა გაიტანა მხოლოდ 2 გოლი, შემდეგ 5, ბოლო ორ სიცილიურ სეზონში კი ურუგვაელი 15-15-ჯერ გამოირჩა. კავანისადმი რეალური ინტერესი მხოლოდ 2010 წლის მუნდიალის შემდეგ გაჩნდა, რომელზეც მან გერმანიის ნაკრებს გაუტანა მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩში.

ტრავმიანობა/ბომბარდირობა

"პალერმოსგან" განსხვავებით, "ემპოლიში" მჭედლიძეს არ ჰყავდა ვარსკვლავური კონკურენტები, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი ვერ ახერხებდა ტოსკანურ კლუბში დამკვიდრებას. ამის მთავარი მიზეზი იყო ქრონიკული ტრავმები.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ლევანი სეზონში 2-დან 6-გოლამდე იტანდა და დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. ამის მიუხედავად, მჭედლიძე პერიოდულად მაინც ახერხებდა ტოსკანელთა გახარებას - 2014 -2015 წლის სეზონის ბოლო ტურში ქართველმა დუბლი შეუსრულა "ინტერს". გასულ სეზონში კი მჭედლიძემ დაამწუხრა ჯანლუიჯი დონარუმა და მისი "მილანი".

მჭედლიძის დუბლი ინტერს



ქართველის აპენინური კარიერის ყველაზე სამწუხარო და ამავდროულად კურიოზული მომენტი კი 2017 წლის 1 მაისს მოხდა. "ემპოლიმ" წააგო "სასუოლოსთან" ანგარიშით 1:3, მარცხით განრისხებული ერთ-ერთი გულშემატკივარი მჭედლიძეს მიადგა, როდესაც ის მანქანაში იჯდა და ქართველს სახეში დაარტყა. აღსანიშნავია, რომ თავად ლევანს ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მიმდინარე სეზონი მჭედლიძემ და მისმა კლუბმა სერია ბ-ში გაატარა, მაგრამ გაისად, უდიდესი ალბათობით, "ემპოლის" კვლავ ვიხილავთ უმაღლეს დივიზიონში, თუმცა იქნება თუ არა ტოსკანელებთან ერთად ქართველი ფორვარდიც უცნობია.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

რაც შეეხება კავანის, მუნდიალზე გაბრწყინების შემდეგ, ურუგვაელი შეიძინა "ნაპოლიმ", 17 მილიონ ევროდ. სწორედ ნეაპოლში ჩამოყალიბდა ედინსონი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ფორვარდად და სწორედ კავანისთან ერთად დაიწყო "მარადონას კლუბის" აღზევება.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ურუგვაელმა, მარეკ ჰამშიკსა და ეზეკილ ლავეცისთან ერთად შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო იტალიური ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში. "ნაპოლი" ბრწყინავდა სერია ა-ში და პერიოდულად ჩემპიონთა ლიგაზეც კი, თუმცა ტიტულებამდე მიღწევას ნეაპოლელები მაინც ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მრისხანე სამეული დაიშალა - კავანი და ლავეცი გადავიდნენ "პსჟ"-ში, ჰამშიკი კი კლუბის ერთგული დარჩა.

ვეტერანთა ჩრდილში

"პალერმოში" ერთად გატარებული პერიოდის გარდა, მჭედლიძესა და კავანის კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო. ორივე მათგანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა თავისი კლუბის ლიდერის ჩრდილში - ქართველისთვის ესეთი იყო მასიმო მაკარონე, ურუგვაელისთვის კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სწორედ მაკარონე იყო "ემპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა, მაშინ, როდესაც მჭედლიძე მხოლოდ შემადგენლობის როტაციისთვის გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის მდგომარეობა არც ვეტერანი იტალიელის წასვლის შემდეგაც შეცლილა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ზლატანი კი იყო უბრალოდ მეფე პარიზში. იმის გამო, რომ იბრასთვის არ არსებობდა კონკურენტები, კავანის ფლანგზე უწევდა თამაში. რასაკვირველია ურუგვაელი არ გრძნობდა თავს კომფორტულად ამ პოზიციაზე, თუმცა შვედი ლეგენდის ზოგჯერ მაინც ჩანაცვლება არც კი განიხილებოდა.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

2017 წლის ზაფხულში იბრაჰიმოვიჩი გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში", მისთვის ჯერ კიდევ "ინტერიდან" კარგად ნაცნობ ჟოზე მოურინიოსთან. უნდა ითქვას, რომ ზლატანის წასვლის შემდეგ, კავანი საბოლოოდ გაშინაურდა საფრანგეთის დედაქალაქში. ურუგვაელმა გასულ სეზონში 49 გოლი გაიტანა თავის საყვარელ პოზიციაზე, წელს მას უკვე 36 ბურთი დაუგროვდა.

მჭედლიძემ და კავანიმ თითქმის ერთნაირად და ერთდროულად დაიწყეს ევროპული კარიერა, თუმცა ორივე მათგანმა სხვადასხვანაირად გაატარა უკანასკნელი ათწლეული. ურუგვაელი უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდია, რომელიც არაფერს უთმობს მესისა და რონალდუს ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში.

2009 წელს მჭედლიძე და კავანი თანაგუნდელები იყვნენ - როგორ შეიცვალა ყველაფერი პალერმოს შემდეგ?

ლევანისთვის ეს ყველაფერი სამწუხაროდ ფანტასტიკის სფეროა. ქართველი ახლა ისეთ ასაკშია, როდესაც ფორვარდების უმეტესობა ამ დროს სწორედ კარიერის პიკში ყოფნას განიცდის. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მჭედლიძე კიდევ ერთხელ ბუფონის კარის აღებას და კავანის დონის პარტნიორთან ერთად მოედანზე ყოფნას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლეო მესიმ ხავის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 18:45

ვის შეხვდა მესი სანტიაგო ბერნაბეუზე ლიბერტადორესის თასის ფინალის მიმდინარეობისას?

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი გუშინ არგენტინულ სუპერკლასიკოს დაესწრო.

დღეს, 18:18

უეფამ დაასახელა ის 50 ფეხბურთელი, რომლებიც წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები არიან

უეფამ ოფიციალურ საიტზე დაიწყო გამოკითხვა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც წლის სიმბოლური გუნდი შეირჩევა.

დღეს, 18:00

მესი ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება

აქამდე, "ბარსელონას" ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთხელ დაარღვია დისციპლინის წესები.

დღეს, 17:42

კიდევ ერთი აზარი პრემიერ ლიგაში? - ერთ-ერთი ინგლისური გრანდი ედენის ძმას ეპატიჟება

"გლადბახის" თავდამსხმელი, ტორგან აზარი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

დღეს, 17:31

"კარგი ფეხბურთელებისთვის კარს ვაღებთ", - რონალდუ იუვენტუსში რეალის ფეხბურთელს იწვევს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა ექს-პარტნიორების იტალიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

"აქ ყველა ერთ დონეზეა", - რონალდუმ ერთმანეთს იუვენტუსი და რეალი შეადარა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ კლუბში ყოფნის ემოციებზე ისაუბრა.

დღეს, 17:00

დე იონგის მამამ შვილისთვის იდეალური კლუბი დაასახელა

"აიაქსის" ნახევარმცველის მამა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში მისი შვილი ამსტერდამული კლუბიდან წავა.

დღეს, 16:54

რონალდუ: "მართლა ფიქრობთ, რომ სახლში გავიქცევი და ტირილს დავიწყებ?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ლუკა მოდრიჩის გამარჯვებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 16:47

"აღარასდროს გაიხსენოთ ის დღე" - რივერი-ბოკას მატჩი, რომელმაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

"ბუენოს-აირესული დერბის შემდეგ, "სელტიკი"-"რეინჯერსის" მატჩი საბავშვო ბაღად მოგეჩვენებათ." - წერდა ბრიტანული "The Observer"-ი 2004 წელს.

დღეს, 16:36

"ძალიან კარგად ვითარდებოდა", - დე იონგს მორიგი სერიოზული მსურველი ჰყავს

აქამდე არსებული ინფორმაციით, "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავი ძალიან მალე შესაძლოა "პსჟ"-ში გადავიდეს.

დღეს, 16:35

მოურინიოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იანვრისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს მწვანე აუნთო.

დღეს, 16:28

ეროვნული ლიგა - 2018 წლის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და მისი გამარჯვებული "საბურთალო" გახდა.

დღეს, 16:14

ვინ შეცვლის სუარესს? - ბარსელონაში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა 32 წლის ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს.

დღეს, 16:01

ჰარი რედნაპი - ჯუნგლების მეფე! ცნობილმა მწვრთნელმა რეალითი შოუ მოიგო

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა რეალითი შოუ მოიგო.

დღეს, 15:56

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მონაწილე არგენტინული "რივერ პლეიტი" გახდა.

დღეს, 15:45

იბრაჰიმოვიჩის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა ზლატანის "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე.

დღეს, 15:35

მანჩესტერ სიტი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერ სიტი" "რომას" 21 წლის თავდამსხმელს, ჩენგიზ უნდერს უმიზნებს.

დღეს, 15:29

აზარი სიტის დამარცხების შემდეგ: "ისინი მაინც საუკეთესოები არიან"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩში, ლონდონის "ჩელსიმ "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 15:06

სარი: "რატომ არ შევიყვანე მორატა განაცხადში, სიტისთან შეხვედრაში?"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ალვარო მორატაზე ისაუბრა.

დღეს, 15:02

მილანში იბრას შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთეს

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადავა.

დღეს, 14:56

კლოპი: "სალაჰი? მისი თამაშით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ გუნდის ეგვიპტელ შემტევზე, მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა.

დღეს, 14:49

დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე ისაუბრა

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 14:43

დრაქსლერმა თანაგუნდელი შეაქო: "ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს"

ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა თავისი თანაგუნდელი, კილიან მბაპე შეაქო.

დღეს, 14:39

ლივერპულის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დღეს, 14:36

რონალდუმ მესი სერია ა-ში დაპატიჟა: "ვფიქრობ, მას მოვენატრე"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ლეო მესი იტალიაში მიიწვია.

დღეს, 14:30

გენტმა მოიგო, ჩაკვეტაძე ნაადრევად შეცვალეს

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს "გენტი" და "ეუპენი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 14:23

ეროვნული ლიგა - 36-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და ყველაფერი ცნობილი გახდა.

დღეს, 13:54

ტორპედოში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა დასრულდა, ქუთაისის "ტორპედომ" კი თავისი გუნდის წლის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა.

დღეს, 13:31

კახა ჩხეტიანი: "ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც"

ქუთაისის "ტორპედოს' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდის მომავალ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 13:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები