» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

'რყევები დასრულდა' - გიორგი ჭიაბრიშვილი საბურთალოს და ეროვნული ლიგის შესახებ


'რყევები დასრულდა' - გიორგი ჭიაბრიშვილი საბურთალოს და ეროვნული ლიგის შესახებ

ჭიაბრიშვილი ჩვენი რესპონდენტია. მისმა გუნდმა წინა ტურში თბილისის დინამოს მოუგო (1:0) და პირველი კითხვაც თავისთავად დაისვა...

არ მეთაკილება იმის თქმა, რომ დინამომ უკეთ ითამაშა. პირველ წუთებში გვქონდა ორი ასპროცენტიანი მომენტი, მერე კი, გოლის გარდა, უფრო დინამოელები ქმნიდნენ ხიფათს. გოლს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა ასეთი ლამაზი ბურთი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური გოლების გატანა.

წლეულს კარგი შევსება მიიღეთ ფეხბურთელთა მხრივ. ასევე, ორი შეკრება გაიარეთ თურქეთში - ეს თამაშშიც ისახება.

საბურთალოს ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ. შეკრებებიც კარგად გამოვიყენეთ და კარგი ფეხბურთელებიც მოვიყვანეთ. არიან გუნდები, რომლებსაც ეს მოაკლდათ და ცხრილის ქვედა ნაწილშიც ამიტომ არიან. ჩვენ კი სხვებზე მეტი მოვასწარით.

თუმცა გიორგი ხარაიშვილის სრულფასოვნად შეცვლა რთულია.

ხარაიშვილი საბურთალოს კაპიტანი იყო და მის გარშემო თამაშის ბევრი ნიუანსი ეწყობოდა. ასეთი ფეხბურთელების შეცვლა უმტკივნეულოდ არ ხდება, თუმცა როცა მწვრთნელი ხარ და წინ გრძელი სეზონი გაქვს, ყველაფრისთის მზად უნდა იყო.


შეგიძლიათ თქვათ, რომ საბურთალოს მიზანი ჩემპიონობაა?

არასოდეს გვითქვამს, რომ ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. უპირველესი მიზანი სამეული და ევროტურნირებზე გასვლაა. შარშანაც ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, მაგრამ ცოტაღა დაგვაკლდა.

მეოთხეზე გავედით და სხვებზე ვიყავით დამოკიდებული. ისე კი, ჩემპიონობის შანსი თუ გაგვიჩნდება, რატომაც არა?! მარათონული სეზონია და წინასწარ ლაპარაკი არ მსურს.

შედეგის კვალობაზე, მაინც ფრთხილად საუბრობთ.

17-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მეხმარება. სიფრთხილე საჭიროა, რადგან შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. ჩემპიონატში დაძაბული თამაშებია, იოლად ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ.

2012 წელს თქვენი გაწვრთნილი ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ ატყობთ - როგორც მწვრთნელი, მას შემდეგ გაიზარდეთ?

როგორც კი საკუთარ თავს დავიჭერ იმაში, რომ დასკვნები ვერ გამომაქვს ან ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაშინვე თავს დავანებებ მწვრთნელობას. ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურად შეიძლება განვითარდე. როგორც მწვრთნელი, ვიცვლები, გარკვეულ ნიუანსებში სხვა შეხედულებები მაქვს. რაც არ იცვლება, ეს საფეხბურთო გემოვნება და თამაშის წესებია: მაგალითად, ფეარ პლეი.

მთლიანად ეროვნული ლიგა რომ შევაფასოთ და შარშანდელ სეზონს რომ შევადაროთ...

შარშანვე გამოჩნდა, რომ ათგუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. მომწონს გაზაფხულ-შემოდგომის სისტემაც. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაცია და ფონდი სწორად მუშაობენ: რაც ფეხბურთისთვის საჭიროა, აწვდიან. დანარჩენი კი, რა გითხრათ, პროდუქტი ერთ-ორ წელიწადში არ იქმნება.

რომ ვთქვა, სათამაშო დონე აშკარად უკეთესი გახდაო, ხომ იცით, მართალი ვერ ვიქნები. არც შარშან ველოდი რაიმე განსაკუთრებულს და არც წლეულს ველოდები, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ უახლოეს წლებში წინსვლა დავინახოთ. ადრინდელივით აღარ ხდება, როცა კლუბებს სამგზავრო ფული არ ჰქონდათ და სრულ ფინანსურ გაუგებრობაში იყვნენ. რყევები დამთავრდა და ჩემპიონატი დალაგდა.

eliga.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინიესტა კასილასს დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:06

არანაირი ლუდი და სოციალური დისტანცია: ბუნდესლიგაში ფანები ტრიბუნაზე ბრუნდებიან

როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ბუნდესლიგის ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან.

დღეს, 02:55

"რთული შეკითხვაა" - კაზემირომ თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის 'რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:49

პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგასი გადასული სამივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

დღეს, 02:46

გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკრო ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადის.

დღეს, 02:38

კურიოზი: ამერიკელმა თანაგუნდელმა გურამ კაშიას უცენზუროდ, ქართულად მიმართა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.

დღეს, 02:34

დღეს ევროპა ლიგა განახლდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალების მატჩები გაიმართება.

დღეს, 02:26

მაკრატელები და ჯარიმები - კვარაცხელია ვარჯიშზეც დაფრინავს [VIDEO]

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.

დღეს, 02:21

ივანოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აწი უკვე ყოფილი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ახალი კლუბი ცნობილი გახდა.

დღეს, 00:46

"პსჟ უახლოეს წლებში მსოფლიო ფეხბურთის ცენტრი გახდება", - ჰარვარდის ლექტორი

ჰარვარდის ლექტორი, ანიტა ელბერსე, რომელიც სპორტისა და გასართობი ინდუსტრიის გამოკვლევით არის დაკავებული "პარი სენ-ჟერმენის"

დღეს, 00:39

ოფიციალურად: უილიამსის მომავალი გაირკვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის მარცხენა მცველის, ბრენდონ უილიამსის შესახებ განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:27

ბუფონი კასილასს დაემშვიდობა: "უშენოდ ფასი არაფერს ექნებოდა"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. იტალიელმა ესპანელს პირდაპირ მიმართა:

დღეს, 00:12

სოლსკიაერი: "ლინგარდი ძალიან ბევრ გოლს იტანს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიერმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ჯესი ლინგარდის შესახებ:

დღეს, 00:01

ოფიციალურად: ფერან ტორესი სიტის ფეხბურთელია

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ "ვალენსიას" აწი უკვე ყოფილი შემტევი, ფერან ტორესი კლუბს შეუერთდა.

გუშინ, 23:45

კვლავ დემბელეს გარეშე - ფრანგის თამაში ნაპოლისთან გამოირიცხა

AS-ის თანახმად, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში ოსმან დემბელე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:35

ითამაშებს თუ არა გრიზმანი ნაპოლისთან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის სეზონი ჩაამთავრა თავისი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის გარეშე.

გუშინ, 23:27

რაკიტიჩი სევილიაში ბრუნდება? - გადაწყვეტილება მიღებულია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ყველაზე რეალურ მსურველად ამ დროისთვის "სევილია" მოიაზრება.

გუშინ, 23:17

ლივერპულსა და Nike-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზეზი - კლოპი

The Telegraph-ის თანახმად, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა Adidas-თან პერსონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გუშინ, 23:07

"კუბოს რეალში ხილვა, ბარსელონასთვის მტკივნეულია", - ინგლისელი მწერალი

"ბარსელონას" აკადემიის შესახებ წიგნის ავტორმა, კრის მარტინმა ტაკეფუსა კუბოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:56

"გალიის გარშემო ჩა*მული ირბენ", - კონორი ხაბიბს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში, კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მორიგი პროვოკაციული განცხადებით მიმართა:

გუშინ, 22:45

"რთული გადაწყვეტილება იყო", - ჟოზე იკერის სათადარიგოთა სკამზე გამწესების შესახებ

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა თავისი ყოფილი შეგირდის, იკერ კასილასის კარიერის დასრულებას:

გუშინ, 22:25

ბატშუაი თავის ყოფილ მწვრთნელთან გადადის

The Times-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელს, მიში ბატშუაის პრემიერ ლიგაში საკმაოდ საინტერესო მსურველი ჰყავს.

გუშინ, 22:00

სიტი ორ წამყვან მცველს დაემშვიდობება

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე დაემშვიდობება თავის ორ ცენტრალურ მცველს.

გუშინ, 21:49

ლივერპული, სიტი თუ იუნაიტედი? - კულიბალისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალით პრემიერ ლიგის სამი გრანდია დაინტერესებული.

გუშინ, 21:40

"რეალი სიტისთან ფავორიტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა", - ადებაიორი

მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ექს-კლუბების შანსები შეაფასა:

გუშინ, 21:24

"ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს, ბორუსია კი გერმანიის თასით კმაყოფილდება", - მათეუსი

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:12

პასტორე ევროპას ტოვებს

Corriere dello Sport-ის ცნობით, "რომას" შემტევი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

გუშინ, 20:59

ანჩელოტი: "პეპს არასდროს ჰქონია დაცვითი ფეხბურთის გამოყენების საჭიროება"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:45

როდის დაიხურება ტორესის ტრანსფერი?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" გაიფორმა "ვალენსიას" ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი, ფერან ტორესი.

გუშინ, 20:26

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს ჩემპიონია, ზედიზედ მეცხრედ და საერთი ჯამში 36-ედ (ჩამორთმეული სკუდეტოების გათვალისწინებით). "ბებერი ქალბატონის"

გუშინ, 20:06
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10