პირველად 24 წლის შემდეგ - ლა ლიგიდან გავარდნილი პირველი გუნდის ვინაობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირველად 24 წლის შემდეგ - ლა ლიგიდან გავარდნილი პირველი გუნდის ვინაობა ცნობილია


პირველად 24 წლის შემდეგ - ლა ლიგიდან გავარდნილი პირველი გუნდის ვინაობა ცნობილია

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ლევანტესა" და "მალაგას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, "მალაგას" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ვიხილავთ.

ამჟამად, გუნდს 17 ქულა აქვს და ზედა საფეხურზე მყოფ გუნდებს 17 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.

"მალაგა" ესპანეთის მთავარი ჩემპიონატიდან 24 წლის შემდეგ პირველად გავარდა. ზოგადად კი 51 სეზონის განმავლობაში, ჯამში 11-ჯერაა გავარდნილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები