ოფიციალურად: სეზონის დასრულების შემდეგ ვენგერი არსენალს დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: სეზონის დასრულების შემდეგ ვენგერი არსენალს დატოვებს


ოფიციალურად: სეზონის დასრულების შემდეგ ვენგერი არსენალს დატოვებს

"არსენალმა" ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეები" 1996 წელს ჩაიბარა.

ამ 22 წლის მანძილზე ლონდონურ კლუბს ვენგერმა 17 ტიტული მოაგებინა, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არსენი რეკორდსმენია - 823 მატჩი. აღნიშნულ სიაში მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცი, ალექს ფერგიუსონი (810) იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები