არსენალში ვენგერი შეიძლება ვიეირამ შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალში ვენგერი შეიძლება ვიეირამ შეცვალოს


არსენალში ვენგერი შეიძლება ვიეირამ შეცვალოს

"ნიუ იორკ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ შესაძლოა "არსენალი" გაწვრთნას.

როგორც The Mirror იტყობინება, "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა ფრანგს გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, არსენ ვენგერის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვენგერი სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალს" დატოვებს.

ვიეირას, რომელსაც ლონდონური კლუბის ღირსება 400-ზე მეტ მატჩში დაუცვია, აქამდე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2016 წლიდან კი "ნიუ იორკ სიტის" უდგას სათავეში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები