ლიონს მარსიალის დაბრუნება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიონს მარსიალის დაბრუნება სურს


ლიონს მარსიალის დაბრუნება სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს.

როგორც The Sun იტყობინება, ფორვარდისადმი ინტერესს "ლიონი" იჩენს, სადაც მარსიალმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო, შემდეგ კი "მონაკოში" გადაბარგდა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ლიონს" მარსიალის ერთწლიანი იჯარით დამატება უნდა, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

გარდა "ფეიქრებისა", "წითელი ეშმაკუნების" ფეხბურთელით "არსენალი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან, თავად მას კი "ემიუდან" წასვლა უნდა, რადგან სათამაშო დრო დაკარგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები