იუვენტუსმა თვალი მენიეს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსმა თვალი მენიეს დაადგა


იუვენტუსმა თვალი მენიეს დაადგა

"პსჟ"-ს მცველი, ტომას მენიე შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს, წერს RAI Sport.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა 26 წლის ფეხბურთელის ვარიანტს შტეფან ლიხტშტაინერის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც უახლოეს ზაფხულში შეიძლება გუნდი დატოვოს.

აღინიშნება, რომ იტალიელები ბელგიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად მენიემ 28 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები