"ვგრძნობ, რომ წასვლის დრო დადგა", - ვენგერის ემოციური მიმართვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ვგრძნობ, რომ წასვლის დრო დადგა", - ვენგერის ემოციური მიმართვა



"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თქვა, რომ დიდი ხანი ფიქრობდა, სანამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტდა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, მისთვის მრავალი წელიწადის მანძილზე "მეთოფეთა" გაწვრთნა დიდი პატივი იყო.

"საფუძვლიანი განხილვისა და კლუბთან საუბრის შემდეგ, ვგრძნობ, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის დრო დადგა, - წერია ვენგერის მიმართვაში, რომელიც "არსენალის" ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ამდენი დაუვიწყარი წელიწადის გამო მადლიერი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. გუნდს სრული ერთგულებითა და პირდაპირობით ვწვრთნიდი.

მინდა პერსონალს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომლებიც ამ კლუბს განსაკუთრებულს ხდიან, მადლობა გადავუხადო.

გულშემატკივრებს მოვუწოდებ გუნდს ბოლომდე დაუჭირონ მხარი, რათა სეზონი უმაღლეს დონეზე დავასრულოთ.

ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა ყოველთვის მათთან იქნება, ვისაც "არსენალი" უყვარს და მის ღირებულებებს იზიარებს".

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეები" 1996 წელს ჩაიბარა.

ამ 22 წლის მანძილზე ლონდონურ კლუბს ვენგერმა 17 ტიტული მოაგებინა, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არსენი რეკორდსმენია - 823 მატჩი. აღნიშნულ სიაში მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცი, ალექს ფერგიუსონი (810) იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები