არსენალის მფლობელი ვენგერის წასვლაზე: "მან ინგლისური ფეხბურთი შეცვალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალის მფლობელი ვენგერის წასვლაზე: "მან ინგლისური ფეხბურთი შეცვალა"


არსენალის მფლობელი ვენგერის წასვლაზე:

"არსენალის" მფლობელმა, სტენ კრონკემ აღნიშნა, რომ კლუბი მომავალ სეზონებში არსენ ვენგერის მრავალწლიან მუშაობას დაეფუძნება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ფრანგი სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

"ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა, რომელიც ოდესღაც სპორტში გატარებული წლების მანძილზე გვქონია, - წერია კრონკეს მიმართვაში, რომელიც "მეთოფეთა" ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. - ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისა, რატომაც "არსენალში" მოვედით, ის არის, რაც არსენმა კლუბს მოუტანა. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თამაშის უმაღლეს დონეზე მისი სპორტული ხანგრძლივობა და მუდმივობა შეუდარებელია".

არსენალი შეუდარებელ კლასს ფლობს და ყოველთვის მისი მადლიერნი ვიქნებით. თითოეული, ვისაც "არსენალი" და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მისი მადლიერი უნდა იყოს. პრემიერ ლიგის სამი ტიტული, განუმეორებელი წაუგებელი ჩემპიონატის ჩათვლით, შვიდი გამარჯვება ინგლისის თასზე და ზედიზედ 20 წელიწადი ჩემპიონთა ლიგაზე - გამორჩეული შედეგია. თამაშის საკუთარი ხედვით მან ჩვენი კლუბისა და ინგლისური ფეხბურთის იერსახე შეცვალა".

დიდი ამბიციები გვაქვს. ვენგერის მიღწევებს დავეფუძნებით, მის ხედვას პატივს ვცემთ, ტიტულებისთვის ბრძოლის უნარსა და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებას. ახლა სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. გარდა ამისა, კლუბის მილიონობით გულშემატკივარს ვთხოვთ "არსენალისა" და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ დიდებულ მწვრთნელს პატივი სცეს".

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეები" 1996 წელს ჩაიბარა.

ამ 22 წლის მანძილზე ლონდონურ კლუბს ვენგერმა 17 ტიტული მოაგებინა, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არსენი რეკორდსმენია - 823 მატჩი. აღნიშნულ სიაში მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცი, ალექს ფერგიუსონი (810) იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები