იურგენ კლოპი: "ვენგერის გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იურგენ კლოპი: "ვენგერის გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ"


იურგენ კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ არსენ ვენგერის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალს" დატოვებს.

მერსისაიდელთა თავკაცმა ფრანგ სპეციალისტს ფანტასტიური უწოდა.

"გაკვირვებული ვარ, მაგრამ ეს ვენგერის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. მან ფეხბურთზე გავლენა მოახდინა, მისი კარიერა შესანიშნავი იყო", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.

"არსენალში" ძალიან დიდი ხანი იყო, მთელი 22 წელიწადი. შეიძლება, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გუნდის შედეგებით კმაყოფილი ყველა არ იყო".

"არსენალი" 90-იანი წლების შუაში და 2000-იანი წლების დასაწყისში დომინირებდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ გერმანიაში იგი მისაბაძი მაგალითი იყო".

"შეიძლება, ვენგერი სხვა კლუბში გადავიდეს სამუშაოდ. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - დასძინა იურგენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები