Goal.Ge

რომელ მატჩებს ვუყუროთ ამ შაბათ-კვირას?


რომელ მატჩებს ვუყუროთ ამ შაბათ-კვირას?

ამ შაბათ-კვირას საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია - წამყვანი ჩემპიონატების გარდა ინგლისსა და ესპანეთში თასის გადამწყვეტი შეხვედრებიც გაიმართება.

გთავაზობთ ამ უქმეების 4 გამორჩეულ შეხვედრას 4 წამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან.

მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი

თარიღი: 21 აპრილი, 20:15 საათი
სტადიონი: "უემბლი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი

ინგლისში ამ უქმეებზე ასოციაციის თასის 1/2 ფინალური მატჩები იმართება, რომელთა შორისაც ერთი წყვილი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლოადგილოსან "ვესტ ბრომვიჩთან" სენსაციური წაგების შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტული "სიტის" უკვე ოფიციალურად დაუთმეს და ჟოზე მოურინიოს ამ სეზონში ტიტულის მოპოვების ერთადერთი შანსი რჩება - ასოციაციის თასის მოგება.

"დეზებმა" ინგლისის უკვე მომავალ ჩემპიონ "სიტისთან" საშინაო წაგების შემდეგ ქულები "ბრაიტონთანაც" დაკარგეს, ამიტომ დღეს სიტუაციის გამოსწორებასა და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გასვლისთვის მაქსიმალურად იბრძოლებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ბაილი, იანგი; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, ლუკაკუ, რეშფორდი.
მატჩს გამოტოვებენ: რომერო.

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი, ბენ დევისი; დაიერი, დემბელე; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი.
მატჩს გამოტოვებენ: პიტერსი, როუზი, ვინკსი.

მთავარი ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის 1/2 ფინალში 29-დ იასპარეზებს და ლონდონის "არსენალის" შარშან დამყერებულ რეკორდს გაიმეორებს.

"ტოტენჰემს" ასოციაციის თასის ნახევარფინალში ბოლო 7 ფინალი აქვს წაგებული და ტურნირზე ზედიზედ ამდენი ფინალური მატჩი არავის წაუგია.

რომელუ ლუკაკუს ასოციაციის თასის მიმდინარე სეზონში ყოველ ეტაპზე აქვს გატანილი გოლი - სართო ჯამში 5.

ამ გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებიდან ასოციაციის თასზე სამივე (1997, 2008 და 2009) "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ასოციაციის თასზე - 2008/09 წლების სეზონი, მეორე რაუნდი


დორტმუნდის ბორუსია - ლევერკუზენის ბაიერი

თარიღი: 21 აპრილი, 20:30 საათი
სტადიონი: "სიგნალ-იდუნა-პარკი", დორტმუნდი
მთავარი მსაჯი: მარკუს შმიდტი

გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - ერთმანეთს მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან, რომელთაც თანაბარი 51-51 ქულა აქვთ.

დორტმუნდის "ბორუსიამ" ბოლო 3 კვირაში ორი პრინციპული მატჩი წააგო - "ბაიერნთან" 0:6 და გასულ უქმეებზე რურის დერბი გელზენკირხენში 0:2, ამიტომ პიტერ შტიოგერის გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამჯერად მნიშვნელოვანი პაექრობა მოიგოს. თუმცა დორტმუნდელებმა გასულ კვირას მთავარი ბომბარდირი, მიჩი ბატშუაი, დაკარგეს და "ყვითლებს" სეზონის ჩამთავრება მის გარეშე მოუწევთ.

ლევერკუზენის "ბაიერი" ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება - ჰაიკო ჰერლიხის გუნდი მხიალური ფეხბურთის ჩვენებას აგრძელებს და ბოლო ორ ტურში უშუალო კონკურენტები: "ლაიფციგი" და "აინტრახტი" 4:1 გაანადგურა. თუმცა გერმანიის თასზე "ფარმაცევტები" "ბაიერნთან" 2:6 განადგურდნენ და ახლა რეაბილიტაციას ეცდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდის ბორუსია: ბიურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი, შმელცერი; დაუდი, ვაიგლი; პულიშიჩი, გიოტცე, როისი; ფილიპი.

მატჩს გამოტოვებენ: ზაგადუ, გერეირო, როდე, კაგავა, ბატშუაი.

ლევერკუზენის ბაიერი: ლენო; იედვაი, სვენ ბენდერი, რეცოსი, ჰენრიხსი; ბაუმგარტლინგერი, არანგისი; ბრანდტი, ჰავერტცი, ბეილი; ფოლანდი.

მატჩს გამოტოვებენ: ვენდელი, ლარს ბენდერი, პოიანპალო.

მთავარი ფაქტები

ჰაიკო ჰერლიხი დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მოთამაშეა, რომელიც "ყვითლების" ღირსებას კლუბისთვის ოქროს წლებში (1995-2004) იცავდა და 2 ბუნდესლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიპოვა.

კევინ ფოლანდი ბუნდესლიგის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია 14 გატანილი ბურთით.

დორტმუნდის "ბორუსიას" ეროვნულ ჩემპიონატში 8 მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია (5 მოგება, 3 ფრე) აქვს.

ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება "სიგნალ-იდუნა პარკზე" - დორტმუნდი 6:2 ლევერკუზენი


სევილია - ბარსელონა

თარიღი: 21 აპრილი, 23:30 საათი
სტადიონი: "ვანდა მეტროპოლიტანო", მადრიდი
მთავარი მსაჯი: -

შაბათ-კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შედგება - "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართება.

"სევილია" კატასტროფულ ფორმაში იმყოფება და ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვინჩენცო მონტელასთვის ეს ბრძოლა გადარჩენისთვის იქნება - იტალიელი ან ტიტულს მოიპოვებს ან კლუბს დატოვებს.

კატალონიის "ბარსელონა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან სენსაციურად გამოვარდა, ეცდება, რომ დუბლი მაინც შეასრულოს და ესპანეთის სამეფო თასი კვლავ მოიპოვოს. ერნესტო ვალვერდემ "სელტასთან" ლიდერები დაასვენა, ხოლო ამ საღამოს სრული ძალებით ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია: სორია; ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; ბანეგა, ნზონზი; სარაბია, ვასკესი, ნოლიტო; მურიელი.
მატჩს გამოტოვებენ: -

ბარსელონა: სილესენი; რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; კოუტინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი.
მატჩს გამოტოვებენ: სამპერი.

მთავარი ფაქტები

კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა და ბოლო 3 გადამწყვეტი მატჩი ტრიუმფით დაასრულა.

ესპანეთის სამეფო თასის ისტორიაში ტიტული ზედიზედ 4-ჯერ მხოლოდ ორ გუნდს აქვს მოგებული: მადრიდის "რეალს" (1905-1908) და ბილბაოს "ატლეტიკს" (1930-1933).

"ბარსელონას" ესპანეთის თასი ყველაზე მეტჯერ (29) აქვს მოგებული და დღეს ეცდება, რომ 30-ე ტიტული მოიპოვოს. "სევილიას" კი ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს - 2010 წელს.

2016 წელს ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" შეხვდნენ - კატალონიელებმა დამატებით დროში 2:0 იმარჯვეს და საინტერესოა, რომ მაშინაც ფინალი "ატლეტიკოს" სტადიონზე ("ვისენტე კალდერონი") გაიმართა.

2016 წლის კოპა დელ რეის ფინალი - ბარსელონა 2:0 სევილია


იუვენტუსი - ნაპოლი

თარიღი: 22 აპრილი, 22:45 საათი
სტადიონი: "იუვენტუს არენა", ტურინი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში თასის ფინალი იმართება, ყველაზე დიდ ყურადღებას "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება იქცევს, ვინაიდან ეს მატჩი სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია, ხოლო იტალია ტოპ-5 ლიგიდან ერთადერთია, რომელშიც ინტრიგა შემორჩა.

ტურინის "იუვენტუსმა" წინა ტურში "კროტონესთან" ფრით ამ შეხვედრას სერიოზული ინტრიგა და მნიშვნელობა დაუბრუნა, ახლა კი ამ ყველაფრის გაქრობას ეცდება - თუ "ბებერი ქალბატონი" მოიგებს და 4 ტურით ადრე წინ 7 ქულით გავა, მაშინ 99% ჩემპიონიც გახდება.

"ნაპოლის" ბოლო ტურებში დაღლილობა და ნერვიულობაც ეტყობა, მაგრამ მაურიციო სარის გუნდმა მორიგი ბრწყინვალე ქამბექი შეასრულა, ამიტომ ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს! "ცისფრებისთვის" ეს წლის მატჩია, რომელიც სეზონის ბოლოს შესაძლოა საუკუნის მატჩადაც გადაიქცეს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; კოშტა, იგუაინი, მანჯუკიჩი.
მატჩს გამოტოვებენ: დე შილიო.

ნაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი, კულიბალი, რუი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე.
მატჩს გამოტოვებენ: გულამი.

მთავარი ფაქტები

"ნაპოლის" დაუმარცხებელი სერია იტალიის სერია ა-ს გასვლით თამაშებში გრძელდება - 23 მოგება და 6 ფრე. ბოლო გუნდი, რომელთანაც "ნაპოლი" სტუმრად დამარცხა "იუვენტუსი" იყო - 1:2 2016 წლის 29 ოქტომბერს.

ტურინის "იუვენტუსს" კი 7 მატჩიანი საშინაო გამარჯვებათა სერია აქვს, რომლის განმავლობაშიც 19 გოლი გაიტანა და თავად მხოლოდ 1 გაუშვა.

"ბებერ ქალბატონს" იტალიის სერია ა-ში, საკუთარ მოედანზე, "ნაპოლისთან" ზედიზედ 6 თამაში აქვს მოგებული, 18:2-ზე ბურთების შეფარდებით.

"ნაპოლის" ბოლო გამარჯვება ტურინში 2009 წელს - იუვენტუსი 2:3 ნაპოლი, მარეკ ჰამშიკის დუბლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლეო მესიმ ხავის რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

დღეს, 18:45

ვის შეხვდა მესი სანტიაგო ბერნაბეუზე ლიბერტადორესის თასის ფინალის მიმდინარეობისას?

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი გუშინ არგენტინულ სუპერკლასიკოს დაესწრო.

დღეს, 18:18

უეფამ დაასახელა ის 50 ფეხბურთელი, რომლებიც წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტები არიან

უეფამ ოფიციალურ საიტზე დაიწყო გამოკითხვა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც წლის სიმბოლური გუნდი შეირჩევა.

დღეს, 18:00

მესი ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება

აქამდე, "ბარსელონას" ფრანგმა ფეხბურთელმა არაერთხელ დაარღვია დისციპლინის წესები.

დღეს, 17:42

კიდევ ერთი აზარი პრემიერ ლიგაში? - ერთ-ერთი ინგლისური გრანდი ედენის ძმას ეპატიჟება

"გლადბახის" თავდამსხმელი, ტორგან აზარი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

დღეს, 17:31

"კარგი ფეხბურთელებისთვის კარს ვაღებთ", - რონალდუ იუვენტუსში რეალის ფეხბურთელს იწვევს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა ექს-პარტნიორების იტალიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერებზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

"აქ ყველა ერთ დონეზეა", - რონალდუმ ერთმანეთს იუვენტუსი და რეალი შეადარა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ კლუბში ყოფნის ემოციებზე ისაუბრა.

დღეს, 17:00

დე იონგის მამამ შვილისთვის იდეალური კლუბი დაასახელა

"აიაქსის" ნახევარმცველის მამა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში მისი შვილი ამსტერდამული კლუბიდან წავა.

დღეს, 16:54

რონალდუ: "მართლა ფიქრობთ, რომ სახლში გავიქცევი და ტირილს დავიწყებ?"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ლუკა მოდრიჩის გამარჯვებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 16:47

"აღარასდროს გაიხსენოთ ის დღე" - რივერი-ბოკას მატჩი, რომელმაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

"ბუენოს-აირესული დერბის შემდეგ, "სელტიკი"-"რეინჯერსის" მატჩი საბავშვო ბაღად მოგეჩვენებათ." - წერდა ბრიტანული "The Observer"-ი 2004 წელს.

დღეს, 16:36

"ძალიან კარგად ვითარდებოდა", - დე იონგს მორიგი სერიოზული მსურველი ჰყავს

აქამდე არსებული ინფორმაციით, "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავი ძალიან მალე შესაძლოა "პსჟ"-ში გადავიდეს.

დღეს, 16:35

მოურინიოს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იანვრისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს მწვანე აუნთო.

დღეს, 16:28

ეროვნული ლიგა - 2018 წლის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და მისი გამარჯვებული "საბურთალო" გახდა.

დღეს, 16:14

ვინ შეცვლის სუარესს? - ბარსელონაში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა 32 წლის ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს.

დღეს, 16:01

ჰარი რედნაპი - ჯუნგლების მეფე! ცნობილმა მწვრთნელმა რეალითი შოუ მოიგო

ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა რეალითი შოუ მოიგო.

დღეს, 15:56

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მონაწილე არგენტინული "რივერ პლეიტი" გახდა.

დღეს, 15:45

იბრაჰიმოვიჩის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მოგეხსენებათ, აქამდე არაერთხელ დაიწერა ზლატანის "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე.

დღეს, 15:35

მანჩესტერ სიტი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერ სიტი" "რომას" 21 წლის თავდამსხმელს, ჩენგიზ უნდერს უმიზნებს.

დღეს, 15:29

აზარი სიტის დამარცხების შემდეგ: "ისინი მაინც საუკეთესოები არიან"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩში, ლონდონის "ჩელსიმ "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 15:06

სარი: "რატომ არ შევიყვანე მორატა განაცხადში, სიტისთან შეხვედრაში?"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ალვარო მორატაზე ისაუბრა.

დღეს, 15:02

მილანში იბრას შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთეს

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადავა.

დღეს, 14:56

კლოპი: "სალაჰი? მისი თამაშით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ გუნდის ეგვიპტელ შემტევზე, მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა.

დღეს, 14:49

დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე ისაუბრა

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 14:43

დრაქსლერმა თანაგუნდელი შეაქო: "ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს"

ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა თავისი თანაგუნდელი, კილიან მბაპე შეაქო.

დღეს, 14:39

ლივერპულის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელმა გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დღეს, 14:36

რონალდუმ მესი სერია ა-ში დაპატიჟა: "ვფიქრობ, მას მოვენატრე"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ ლეო მესი იტალიაში მიიწვია.

დღეს, 14:30

გენტმა მოიგო, ჩაკვეტაძე ნაადრევად შეცვალეს

ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს "გენტი" და "ეუპენი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 14:23

ეროვნული ლიგა - 36-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი დასრულდა და ყველაფერი ცნობილი გახდა.

დღეს, 13:54

ტორპედოში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა დასრულდა, ქუთაისის "ტორპედომ" კი თავისი გუნდის წლის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა.

დღეს, 13:31

კახა ჩხეტიანი: "ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც"

ქუთაისის "ტორპედოს' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდის მომავალ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 13:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები