ანჩელოტიმ არსენალის გაწვრთნა არ გამორიცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტიმ არსენალის გაწვრთნა არ გამორიცხა


ანჩელოტიმ არსენალის გაწვრთნა არ გამორიცხა

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის, წასვლასა და მის შესაძლო შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

"არსენ ვენგერმა ისტორია შექმნა და ამის გამო ყველას დაამახსოვრა თავი.

"მეთოფეებს" კი თავისი გეგმა აქვთ და თუ ისინი ჩემს მოხიბვლას მოახერხებენ, მაშინ პროფესიონალური თვალსაზრისით, რატომაც არა? მაგრამ ახლა ამ საკითხზე არ ვფიქრობ", - განაცხადა პაპა კარლომ.

დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ სეზონის ბოლოს "არსენალს" არსენ ვენგერი დატოვებს.

კარლო ანჩელოტი, რომელიც ახლა თავისუფალია, მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები