ტოლისო ჰანოვერთან მატჩს გამოტოვებს, ალაბა - საეჭვოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოლისო ჰანოვერთან მატჩს გამოტოვებს, ალაბა - საეჭვოა


ტოლისო ჰანოვერთან მატჩს გამოტოვებს, ალაბა - საეჭვოა

მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურში, "ჰანოვერის" წინააღმდეგ, გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს.

"ტრავმები მართვადია. დავიდ ალაბას ბოლო ვარჯიშზე დავაკვირდებით და ვნახავთ როგორ იგრძნობს თავს. კორენტენ ტოლისო შემადგენლობაში ჯერ არ იქნება, ვინაიდან მინდა, რომ ტრავმა სრულიად მოიშუშოს.

მანუელ ნოიერი კი დღეს გუნდური ვარჯიშის ნაწილში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა.

"რეკორდმაისტერი" ხვალ საღამოს, ჩვენი დროით 17:30 საათზე, სტუმრად "ჰანოვერს" შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები