დელ პიერო: "ბუფონს შეუძლია, რომ იტალიის შთაგონების წყარო იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დელ პიერო: "ბუფონს შეუძლია, რომ იტალიის შთაგონების წყარო იყოს"


დელ პიერო:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ, დაასახელა მოთამაშე და პიროვნება, რომელსაც შეუძლია უბიძგოს იტალიის ნაკრებს გამარჯვების გზაზე დასადგომად.

"ვის შეუძლია, რომ იტალიის ნაკრებს დიდების დაბრუნებისკენ უბიძგოს და იყოს ერთგვარი შთაგონების წყარო? ჯიჯი ბუფონს.

ყველა ფიქრობს, რომ ის კარიერას დაასრულებს, მაგრამ ბუფონი კიდევ რამდენიმე წელი შეიძლება დარჩეს. მის სათამაშო შესაძლებლობებს კი მოედანზე ყველანი ვხედავთ.

ზოგჯერ ფეხბურთი ძალიან დიდ დარტყმას გაყენებს და ის, რაც მოხდა, თითეული ჩვენგანისთვის კატასტროფაა, მაგრამ მთავარია ამის შემდეგ იპოვო სინათლე", - განაცხადა ალესანდრომ.

იტალიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და ასეთი რამ ბოლოს 60 წლის წინ დაფიქსირდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები