სუონსის მწვრთნელი: "სანჩეშს მსოფლიო თამაშის შანსები არ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუონსის მწვრთნელი: "სანჩეშს მსოფლიო თამაშის შანსები არ აქვს"


სუონსის მწვრთნელი:

"სუონსი სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კარვალიალმა, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ტალანტ რენატუ სანჩეშზე ისაუბრა და მას რეაბილიტაციის პროცესის ნორმალურად გავლა ურჩია.

"არ ვფიქრობ, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე წავლის შანსები აქვს. მას ვურჩიე, რომ დიდი მოლოდინი არ ჰქონდეს, რადგან პორტუგალიელებს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ. ის მათ რიცხვში შედის, მაგრამ ძალიან ბევრი მატჩი გამოტოვა.

მას შევხვდი, ვინაიდან თუ ასეთი ინტენსივობით გააგრძელებს ვარჯიშს, მაშინ რისკები იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს, უფროსწორად, კვლავ ტრავმა მიიღოს, საკმაოდ მაღალია.

მას ვუთხარი, რომ უმჯობესია, გამაგრდეს, ნაკლების მოლოდინი ჰქონდეს, გამოჯანმრთელდეს და ფორმა თავიდან აკრიფოს", - განაცხადა 52 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

20 წლის პორტუგალიელი გასული წლის ზაფხულში ინგლისურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა და წარუმატებელი სეზონი ჩაატარა. 2017 წლის ბოლოს კი სერიოზული ტრავმა მიიღო და ის სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები