ზიდანი: "ბაიერნს ვიდალის შეცვლა შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "ბაიერნს ვიდალის შეცვლა შეუძლია"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის, ტრავმას გამოეხმაურა.

"ვიდალის ტრავმა - "ბაიერნისთვის" პრობლემაა, ვინაიდან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვწუხვართ, რომ ის დაიმტვრა, მაგრამ ეს მათთან დაპირისპირებაში არაფერს შეცვლის.

მიუნხენელები მაინც ძლიერები არიან. მათ ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და ვიდალის შეცვლა შეუძლიათ", - განაცხადა ზინედინმა.

"რეკორდმაისტერი" "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდება და ვიდალი ორივე თამაშს გამოტოვებს. არტურომ მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები