კარლო ანჩელოტიმ არსენალის შესაძლო ჩაბარებაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კარლო ანჩელოტიმ არსენალის შესაძლო ჩაბარებაზე განცხადება გააკეთა


კარლო ანჩელოტიმ არსენალის შესაძლო ჩაბარებაზე განცხადება გააკეთა

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მზადაა "არსენალში" მუშაობის ვარიანტი განიხილოს.

ანჩელოტის თქმით, ყველაფერი წინადადებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონურმა კლუბმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არსენ ვენგერის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

"ვენგერმა "არსენალში" ისტორია შექმნა და ამისათვის აღიარებას იმსახურებს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.

"არსენალს" მომავალთან დაკავშირებით თავისი ხედვები აქვს. პროფესიონალური თვალსაზრისით, გამიხარდება, თუ კლუბის გეგმებში შევდივარ".

"თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი არ ხდება. ყველაფერი წინადადებაზეა დამოკიდებული", - დასძინა კარლომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები