ნეიმარის ოფიციალურ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარის ოფიციალურ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს


ნეიმარის ოფიციალურ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს

საფრანგეთის ლიგა 1-ის პრეზიდენტმა, დიდიე კვილომ განაცხადა, რომ "პსჟ"-სა და ნეიმარს შორის გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს.

კვილოს თქმით, ჩემპიონატის წესების თანახმად, ეს აკრძალულია.

"ნეიმარის კონტრაქტში, რომელიც ლიგა 1-შია დარეგისტრირებული და ოფიციალურია, გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს", - ციტირებს კვილოს სიტყვებს Marca.

"ეს ჩვენი ჩემპიონატის წესების თანახმად აკრძალულია", - დასძინა საფრანგეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელმა.

ნეიმარი "პსჟ"-ში "ბარსელონადან" 2017 წელს გადავიდა. კატალონიელებმა 222 მილიონი ევრო მიიღეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, 26 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები