6-წლიანი დისკვალიფიკაცია ორი გაფრთხილების გამო! - სკანდალი ინგლისში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

6-წლიანი დისკვალიფიკაცია ორი გაფრთხილების გამო! - სკანდალი ინგლისში


6-წლიანი დისკვალიფიკაცია ორი გაფრთხილების გამო! - სკანდალი ინგლისში

"ოლფრეტონ თაუნის" ექს-მცველი, ბრედლი ვუდი არასპორტული საქციელის, ტოტალიზატორში თამაშისა და სპორტული ტურნირების შედეგებზე გავლენის მოხდენის გამო, ექვსწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, იტყობინება The Mirror.

აღინიშნება, რომ "ლინკოლნ სიტის" რიგებში მოასპარეზე ინგლისელმა 2016/17 წლების სეზონში ინგლისის თასზე "იფსვიჩ თაუნთან" და "ბარნლისთან" გამართულ მატჩებში ყვითელი ბარათები გამიზნულად მიიღო. უკანახაზელს მაშინ სწორედ ამაზე ჰქონდა ფსონი გაკეთებული, შედეგად კი 11,5 ათასი ევრო მოიგო.

საფეხბურთო ასოციაციამ (FA) 26 წლის ფეხბურთელი 25 პუნქტით სცნო დამნაშავედ.

გარდა ამისა, ვუდს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, რომელიც 3 725 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები