ვინ შეცვლის ვენგერს? - არსენალის ბოსებმა 8 კანდიდატი შეარჩიეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვინ შეცვლის ვენგერს? - არსენალის ბოსებმა 8 კანდიდატი შეარჩიეს


ვინ შეცვლის ვენგერს? - არსენალის ბოსებმა 8 კანდიდატი შეარჩიეს

"არსენალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის რვა კანდიდატს განიხილავს, იუწყება გავლენიანი გამოცემა BBC.

არსებული ინფორმაციით, ამ სიაში შედის ის ხუთი სპეციალისტი, რომლებსაც უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, დანარჩენი სამი კი ლონდონელთა ექს-ფეხბურთელია.

პირველ ჯგუფში უმუშევარი ლუის ენრიკე (ექს-"ბარსელონა"), ტომას ტუხელი (ექს-"დორტმუნდი") და კარლო ანჩელოტი (ექს-"ბაიერნი"), ასევე "იუვენტუსის" თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი და "ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი მოხვდნენ.

ამასთანავე, "მეთოფეთა" ბოსები მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელის მიწვევის შესაძლებლობასაც განიხილავს. ამ სამეულში შედიან მიკელ არტეტა, ამჟამად "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას დამხმარე, "არსენალის" ექს-კაპიტანი, "ნიუ იორკ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა, ასევე ლონდონელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, ტიერი ანრი, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული ბელგიის ნაკრებში სამწვრთნელო შტაბშია.

შეგახსენებთ, "არსენალის" თავკაცის პოსტი ვაკანტური 2018 წლის ზაფხულში გახდება - არსენ ვენგერი ლონდონურ კლუბში გატარებული 22 წლის შემდეგ წავა.

ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "მეთოფეებმა" 17 ტიტული მოიგეს, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები