ლეგენდარული ბექჰემი ვენგერის არსენალიდან წასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლეგენდარული ბექჰემი ვენგერის არსენალიდან წასვლას გამოეხმაურა


ლეგენდარული ბექჰემი ვენგერის არსენალიდან წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი "მეთოფეთა" რიგებს დატოვებს.

"შეიძლება, ვენგერი საბოლოოდ მიიღებს იმ პატივისცემას, რომელსაც იმ 22 წლის გამო იმსახურებს, რომლის მანძილზეც ჩინებული ფეხბურთელები გაზარდა, ლამაზი ფეხბურთი და "ემიუსთან" დიდებული დაპირისპირება შექმნა".

"ვენგერის პატივისცემის დრო დადგა იმ ყველაფრისთვის, რაც მან "არსენალის" ფეხბურთისთვის გააკეთა", - წერს ბექჰემი სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები