რონალდუ მუნდიალის დაწყებამდე ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ფინანსური მხარე ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ მუნდიალის დაწყებამდე ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ფინანსური მხარე ცნობილია


რონალდუ მუნდიალის დაწყებამდე ახალ კონტრაქტს გააფორმებს - ფინანსური მხარე ცნობილია

"რეალის" ხელმძღვანელობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

არსებული ინფორმაციით, მადრიდელთა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა 33 წლის პორტუგალიელს კლუბის ბოსების სურვილზე უკვე აცნობა.

თავად ფორვარდმა "რეალის" ინიციატივა დადებითად შეაფასა. კონტრაქტის განახლებული პირობების თანახმად, რონალდუს ყოველწლიური ხელფასი 21 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე გაიზრდება.

ასე და ამგვარად, ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ნეიმარს გაუთანაბრდება.

ცნობისთვის, რონალდუს ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადა "სამეფო კლუბთან" 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები