ვალვერდე: "არამგონია ვენგერის რეკორდი დავამხო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე: "არამგონია ვენგერის რეკორდი დავამხო"


ვალვერდე:

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ საეჭვოა ერთ კლუბში 20 წელიწადზე მეტი იმუშაოს, არსენ ვენგერის მსგავსად.

შეგახსენებთ, ფრანგი სპეციალისტის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალიდან" წასვლა გუშინ ოფიციალურად დადასტურდა.

"ვენგერს შესანიშნავი კარიერა აქვს", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს AS.

"ერთი გუნდის ხელმძღვანელობით ბევრს მიაღწია. შემიძლია თუ არა ამის გამეორება? არა, არამგონია, რომ ვენგერის რეკორდი დავამხო", - დასძინა კატალონიური გრანდის თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები