ბენზემამ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა იუარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენზემამ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა იუარა


ბენზემამ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა იუარა

"ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა "რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შეძენითაა დაინტერესებული, წერს Don Balon.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "ჩაქუჩები" 30 წლის ფრანგში 60 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა ფორვარდმა მათი წინადადება უარყო.

მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბში" ბენზემას გასხვისების იმედი მაინც აქვთ. მადრიდელები ამ ნაბიჯს იმიტომ დგამენ, რომ შემადგენლობის გასაძლიერებლად შესაბამისი თანხა მიიღონ.

შეგახსენებთ, ბენზემა "რეალში" 2009 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 404 მატჩი ჩაატარა და 189 გოლი გაიტანა.

მადრიდელებთან ერთად კარიმს 15 ტიტული აქვს მოგებული, ესპანეთის ჩემპიონატის ორი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტულის ჩათვლით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები